2025 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები
გამოვლინდა 2025 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები.
იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 2 დეკემბრის N213 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!