2025 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები
გამოვლინდა 2025 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული საკონკურსო განაცხადები.
იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 13 ივნისის N 84 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
პროექტების რანჟირებული სია - 1) პირველი ლოტი 2) მეორე ლოტი
პროექტების შეფასება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში აიტვირთება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
გისურვებთ წარმატებებს!