2026 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2026 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 155 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 151 პროექტი.
იხილეთ 2026 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 30 ივლისის N 993044 ბრძანება.