2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები
2026 წლის ეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 81 საკონკურსო განაცხადი.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 79 საკონკურსო განაცხადი.
კონკურსში მონაწილე პროექტები შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად.
იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 18 აგვისტოს №1061865 ბრძანება საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების შეფასებები პროექტების ხელმძღვანელებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნებათ 5 სამუშაო დღის ვადაში.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
გისურვებთ წარმატებებს!