2026 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწილეთა საყურადღებოდ!
დასრულდა 2026 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ პირველი ეტაპის შეფასების პროცესი.
საკონკურსო კომისიამ კონკურსის პირველ ეტაპზე შესაფასებლად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები განიხილა და შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 10 მარტის N294234 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და განსაზღვრა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტები.
კონკურსის მეორე ეტაპზე დაიშვებიან კონკურსანტები, რომლებიც პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ არანაკლებ 30 ქულას.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 30 და მეტი ქულის მქონე 48 პროექტი.
პირველი ეტაპის შეფასებები ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ პროექტების ხელმძღვანელებს.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ კონკურსის მეორე ეტაპის სარეგისტრაციო ვადები:
-
კონკურსის მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (Gmus) - 2026 წლის 23 სექტემბრის 18:00 საათამდე;
-
კონკურსის მეორე ეტაპზე ფონდში საილუსტრაციო ნახაზის/მოდელის/მაკეტის მატერიალური ფორმით წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე;
-
იხილეთ 2026 წლის კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია.
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!