2026 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები
2026 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 35 პროექტი.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსში რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 35-ვე პროექტი.
კონკურსში მონაწილე პროექტები შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №179/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად.
იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 18 აგვისტოს №1061624 ბრძანება საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
პროექტების შეფასება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) აიტვირთება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
გისურვებთ წარმატებებს!