2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების 2026 წლის „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირებული 15 პროექტი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 26 ივნისის ბრძანება N803316-ით დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ.
კომისიამ პროექტები შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ნ ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 6 ივლისის ბრძანება N 861273.
პროექტების შეფასება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში აიტვირთება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში, გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
გისურვებთ წარმატებებს!