შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები

2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 4 განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა).

კონკურსში მონაწილე პროექტები შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის 2019 წლის 12 დეკემბრის N 235/ნ ბრძანებით დამტკიცებული მე-15 მუხლით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 01 ივლისის  N830556 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ. 

აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შეფასებების ნახვა შეეძლებათ 2026 წლის 3 ივლისიდან გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!