2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 4 საპროექტო განაცხადი.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 4 პროექტი.
კონკურსში მონაწილე პროექტები შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2016 წლის 16 აპრილის №55/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების“ მე-12 მუხლით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 19 ივნისის N 763263 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შეფასებების ნახვა შეეძლებათ 2026 წლის 24 ივნისიდან გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!