შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი Caliper-ის კონსორციუმის მმართველი გუნდის შეხვედრა

მიმდინარე წლის 9 თებერვალს, გაიმართა  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტ „CALIPER“-ის, მმართველი გუნდის შეხვედრა.

CALIPER მიზნად ისახავს ფონდსა და საქართველოს ინსტიტუციებში გენდერული თანასწორობის სამომავლო უზრუნველყოფას, ქალი მკვლევრების რაოდენობის ზრდას STEM-მიმართულებებში, მათი კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას და გენდერული განზომილების ინტეგრირებას კვლევაში.

შეხვედრაზე დამსწრე, კონსორციუმის წევრი, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციებში გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე დაეთმო პროექტის სამუშაო პაკეტების ლიდერების პრეზენტაციებსა და კონსორციუმის სამომავლო საქმიანობის მიმოხილვას.