შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები
პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.
ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 1 გამარჯვებული, რომელიც იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე გაივლის სამეცნიერო კვლევით სტაჟირებას.
გთხოვთ, იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №19 გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ.