საკონსულტაციო შეხვედრა
5 მარტის 15:00 საათზე ონლაინ გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსით დაინტერესებულთათვის. ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დამსწრეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესისა და პირობების შესახებ და უპასუხეს დასმულ კითხვებს.