პროექტის - “ Twinning ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა
29 ივნისს გაიმართა პროექტის - “ Twinning ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის მე - 5 შეხვედრა დისტანციურ ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების მსვლელობა, შემდგომი ნაბიჯები და მისი მნიშვნელობა საქართველოში მეცნიერებას და ბიზნესს შორის კავშირის გაძლიერებისთვის, ასევე მეცნიერების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევები და სირთულეები.
საქართველოს მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ლიდერი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ შეაფასა პროექტის განხორციელება და მიღწეული შედეგები, ამასთან, ჯაბა სამუშიამ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე სამეცნიერო კონკურსებისა და საგრანტო სქემების მოდიფიცირების მიმართულებით, რათა ისინი პასუხობდეს მეცნიერებაში თანამედროვე გამოწვევებსა და ხელს უწყობდეს მეცნიერება - ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. აღნიშნული საკითხები და მისი შედეგები მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.
Twinning პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი წარმოადგენს პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევებში დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებასა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის განვითარებას საქართველოში.