შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოვლინდა „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები

2022 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“ კომისიამ დაასრულა მუშაობა. საკონკურსო კომისიამ განიხილა კონკურსის ფარგლებში შემოსული 62 პროექტი, რომელთათვისაც ფონდიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 4,718,691.85 ლარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2021 წლის 30 დეკემბერის №1440035 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის“ მე-2 ქვეპროგრამის მე-9 მუხლის თანახმად საკონკურსო ბიუჯეტია 1,500,000 ლარი.

საკონკურსო ბიუჯეტის გათვალისწინებით კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია 41 პროექტი. აქედან 18 პროექტისათვის მოხდა ბიუჯეტის კორექტირება კომისიის რეკომენდაციისა და პროექტის ავტორის თანხმობის საფუძველზე.

იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 27 ივნისის N118 ბრძანება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ.

აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შესახებ შეფასებების ნახვას შეძლებენ 4 სამუშაო დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS-ში.