შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

 

2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება ხორციელდება ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) მიერ.

2022 წლის 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე კონკურსანტებს გაეხსნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და მოამზადონ განმარტებითი/ დამაზუსტებელი პასუხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ, აკონტროლოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, რომელიც მიუთითეთ პროექტის რეგისტრაციისას გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). სწორედ ამ ელ. ფოსტაზე თქვენ მიიღებთ ოფიციალურ წერილს შემფასებელი ორგანიზაციისაგან (ESF-SC), რომელშიც მითითებული იქნება შეფასების პორტალის ბმული და ექსპერტთა დასკვნებზე წვდომისათვის საჭირო კონფიდენციალური ინფორმაცია.

შეფასების ამ ეტაპისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ფონდი ჩაატარებს 2 ნოემბერს, 11:00 საათზე პლატფორმა ზუმის საშუალებით.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.