საკონსულტაციო შეხვედრა
2017 წლის 13 ოქტომბერს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის 207-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეექვსე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.