2025 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების 2025 წლის „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირებული 20 პროექტი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 27 ივნისის ბრძანება N89-ით დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ.
კომისიამ პროექტები შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ნ ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 17 ივლისის ბრძანება N 105 გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს განაცხადების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 21 ივლისიდან გრანტების მართვის ერთიან ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში (GMUS)-ში.