შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება  ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა  ბოლივიაში    გამართულ   ინფორმატიკის  (IOI 2025)  37 -ე საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადაზე.
ბრინჯაოს  მედალი  მოიპოვა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ფერაძემ, საპატიო სიგელები გადაეცათ  ამავე სკოლის მოსწავლეებს -  ვლადიმერ ფრანგიშვილსა და ნიკოლოზ მელიქიშვილს. 
ინფორმატიკის  საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისთვის  საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 
გუნდის ლიდერია გიორგი მანდარია, თანალიდერი - ბაქარ გამეზარდაშვილი, ასისტენტი- გურამ ქოთოლაშვილი, დამხმარე პედაგოგი- ლუკა მოსიაშვილი. 
2025 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე საქართველოს ეროვნული ნაკრებმა გუნდებმა სულ  8 ბრინჯაოს მედალი და 6 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
 
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები  მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან;  მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.