შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ დასრულდა 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ორი საერთაშორისო ექსპერტის მიერ.

კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება ხორციელდება ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation) 3 ეტაპად:

  • თითოეული პროექტის შეფასება დამოუკიდებელი 2 ექსპერტის მიერ;
  • დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გაცნობა და განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხის მომზადება (ე.წ. Rebutal) კონკურსის მონაწილეების მიერ (სურვილის შემთხვევაში);
  • ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ პროექტების განხილვა და საბოლოო შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მოხსენებებისა და აპლიკანტის განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

2025 წლის 20 ოქტომბრიდან (საქართველოს დროით 10:30-12:00 საათი) 2025 წლის 27 ოქტომბრის (საქართველოს დროით 19:00 საათი) ჩათვლით კონკურსანტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და მოამზადონ განმარტებითი/ დამაზუსტებელი პასუხი.

გთხოვთ, აკონტროლოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, რომელიც მიუთითეთ პროექტის რეგისტრაციისას გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). სწორედ ამ ელექტრონულ ფოსტაზე თქვენ მიიღებთ ოფიციალურ წერილს შემფასებელი ორგანიზაციისაგან (ESF), რომელშიც მითითებული იქნება შეფასების პორტალის ბმული და ექსპერტთა დასკვნებზე წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია.

ასევე გაცნობებთ, რომ შეფასების ამ ეტაპისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ფონდი ჩაატარებს მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.

P.S. შეფასების პროცესის ეს მიდგომა ფონდმა დანერგა 2021 წელს.