საკონსულტაციო დღე
11 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საკონსულტაციო დღეები მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის მსურველთათვის. ფონდის თანამშრომლებმა მაგისტრანტებს გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.