შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა:თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის მოეწყო საინფორმაციო და საგამოფენო სივრცეები, საბავშვო ზონა: ციფრული კუბი: წყალქვეშა სამყარო, იურული პარკი, გალაქტიკები, ვეფხისტყაოსნის პროექცია;არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია; სახალისო ბიოლოგია; ვახუშტი ბატონიშვილის ევროპის რუკის მიხედვით შექმნილი დიდი ზომის ფაზლი;  წიგნის ბეჭდვის ძველი ტექნოლოგიის ვორქშოფი;მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული ახალგაზრდების პროექტები; ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტები; სახალისო ექსპერიმენტები.