შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კოლუმბიაში გამართულ ფიზიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPhO 2026) წარმატებით იასპარეზა.

ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი მექვაბიშვილმა. საპატიო სიგელები გადაეცათ ამავე სკოლის მოსწავლეებს – ნიკოლოზ თავხელიძეს, ალექსანდრე ათანასოვს, ლუკა მელაძესა და თევდორე ხაჩიძეს.

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გუნდის ლიდერია რამაზ ხომერიკი, თანალიდერი – გიორგი ფერაძე, ხოლო ასისტენტები არიან გიორგი გრიგოლია და გიორგი ბახტაძე.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.