გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები
გამოვლინდა 2026 წლის ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული საკონკურსო განაცხადები.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 21 ივლისის ბრძანება N 955861 გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
პროექტების შეფასება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში აიტვირთება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
გისურვებთ წარმატებებს!