შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

დასრულდა 2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში პირველ ეტაპზე წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასების პროცესი.

საკონკურსო განაცხადები შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობაა პროექტის შეფასების პირველ ეტაპზე 36 მაქსიმალური ქულიდან 25 ან მეტი ქულის მიღება. 

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 30 პროექტი.

იხილეთ მეორე ეტაპზე გადასული პროექტების სია.

შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები საკონკურსო კომისიის წინაშე 10–11 აგვისტოს წარადგენენ პრეზენტაციებს. განრიგის შესახებ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ეცნობება.

პირველი ეტაპის შეფასებების ხილვა შესაძლებელია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

გისურვებთ წარმატებას!