შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2026 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწილეთა საყურადღებოდ!

დასრულდა 2026 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მეორე ეტაპის შეფასების პროცესი.

საკონკურსო კომისიამ კონკურსის მეორე ეტაპზე შესაფასებლად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები განიხილა და შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 10 მარტის №294234 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და განსაზღვრა კონკურსის ფინალში გადასული პროექტები.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსის ფინალზე - საკონკურსო გამოფენაზე გადასასვლელად, აუცილებელი პირობაა პროექტმა მეორე ეტაპზე (მეორე ეტაპის 1,2,3,4 კრიტერიუმებში ჯამურად) მიიღოს 40 ან მეტი ქულა.

 

კონკურსის ფინალში გადავიდა 40 და მეტი ქულის მქონე 28 პროექტი.

იხილეთ ინფორმაცია კონკურის მეორე ეტაპზე განხილული და შეფასებული საკონკურსო განაცხადების შესახებ.

მეორე ეტაპის შეფასების შედეგები პროექტების ხელმძღვანელებს ელექტრონული ფოსტით, ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, გაეგზავნებათ.

საკონკურსო გამოფენასთან დაკავშირებული ინფორმაცია ფინალში გადასული პროექტების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ეცნობებათ.

ფონდში წარმოდგენილი მოდელების გატანა შესაძლებელია 20 ოქტომბრიდან, სამუშაო დღეებში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!