საკონსულტაციო შეხვედრა
20 ივლისს 16:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების 2016 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე ფონდის თანამშრომლებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხა მეცნიერთა შეკითხვებს.