შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

2018 წლის 20 აგვისტოს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა  იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი) ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში, რომელიც გაგრძელდება 25 აგვისტომდე. აღნიშნული ღონისძიება, არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის ცენტრის ერთობლივი მიზნობრივი პროგრამა.

ღონისძიების თემატიკას წარმოადგენს "მეცნიერება საქართველოში  არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|Lab - ებში .

სკოლისა და სემინარის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება სამ ძირითად კომპონენტზე:

ა) სიმეტრიები სუბატომურ ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს: სამყაროში დამზერილ მატერიის დომინირების საკითხს ანტი მატერიაზე;

ბ) ატმოსფერული კვლევები და მოდელირება, რომელიც დაკავშირებულია

SMART|AtmoSim_Lab-თან;

გ) ვიზუალიზაცია მედიცინის სფეროში და ბიო მარკერები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამაჩქარებლების, ნაწილაკთა ფიზიკის და ტექნოლოგიების მსოფლიო დონის ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციების (JEDI, Borexino, JUNO, PAX) წევრები არიან.

კონფერენციის მუშაობა ითვალისწინებს ამ სფეროებში არსებული მიღწევების შეჯამებას და მოხდება ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. ამასთან ერთად, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში, მოეწყობა პოსტერების სესია. შეირჩევიან სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, საინჟინრო ტექნოლოგიები) საუკეთესო სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირების გასავლელად.