საკონსულტაციო შეხვედრა
2018 წლის 17 ივლისს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, გაიმართა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა.
საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.