შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საკონსულტაციო შეხვედრა

9 თებერვალს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის  ,,მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო“ კონკურსის ფარგლებში,  მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეორე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. პრეზენტატორი იყო  ნინო დემატრაშვილი, მოდერატორი ლოლიტა შენგელია.  ფონდიდან შეხვედრას ეწრებოდნენ თინათინ ლომსაძე, ვასილ ბარქაძე და  გიორგი ბაგაშვილი.

პრეზენტატორმა კონსულტაციაზე მოსული პირების თვალწინ გახსნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდი და გააცნო მათ ახალ ვებ-გვერდზე მუშაობის ძირითადი პრინციპები,  დირექტორის შესაბამისი ბრძანება და ბიუჯეტის ფორმა. ამ უკანასკნელმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსულ პირებში.

კონსულტაციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ფონდის მიერ მოწოდებული ფორმების მიხედვით უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

კონსულტაციაზე წინასწარი შეტყობინების ფორმით დარეგისტრირდა 15 პირი, შეხვდერას კი დაესწრო 16 პირი.