საკონსულტაციო შეხვედრა
2017 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა მათ შეკითხვებს.