შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა

ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა (ERC NCP meeting) მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომელი მარიამ ქებურია (ERC NCP in Georgia).

ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლები ეროვნულ საკონტაქტო პირებს განახლებულ ინფორმაციას აწვდიან მომდევნო სამუშაო პროგრამაში (ERC Work Programme) და კონკურსებში გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ, უზიარებენ  ERC საგრანტო კონკურსების მიმდინარეობას, დასრულებული პროექტების ხარისხობრივ შეფასებას, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს და ევროპული კვლევების საბჭოს კონკურსების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.  

ERC-ს დღეისათვის მიმდინარე 5356 პროექტი აქვს (2655 წინა ჩარჩო პროგრამიდან - FP7, ხოლო -  2701 მიმდინარე ჩარჩო პროგრამიდან - ჰორიზონტი 2020).

დღის წესრიგი ასევე მოიცავს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების შეჯამებას. წელს  ERC 10 წლის იუბილის აღსანიშნავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  სულ 140 ღონისძება გაიმართა. მათ შორის, ერთ-ერთ გამორჩეულ საინფორმაციო რეგიონული ღონისძიებას - ‘ERC – SUPPORTING EXCELLENT RESEARCHERS ALL OVER EUROPE | EASTERN PARTNERSHIP COUNTRIES REGIONAL EVENT: ARMENIA, AZERBAIJAN, BELARUS, GEORGIA, MOLDOVA, UKRAINE ‘ საქართველომ უმასპინძლა.   

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია - 2018 წლის სამუშაო პროგრამა გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მასში ასახული იქნება განხლებული საგრანტო სქემა - Synergy grant, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისა და კვლევითი ინსტიტუტციის წამყვან მეცნიერებს (Principal Investigators) ერთობლივი განაცხადის წარდგენა შეეძლებათ.  

ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრას (ERC NCP meeting) ესწრებიან წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი და პროგრამა ,,ჰორიზონტიი 2020“-თან ასოცირებული ქვეყნებიდან. შეხვედრა 30 მაისს დასრულდება.