საკონსულტაციო შეხვედრა
13 ივლისს, 16 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.
შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.