საკონსულტაციო შეხვედრა
2018 წლის 9 მარტს, 12:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტების განხორციელების და ფონდთან ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით.