საკონსულტაციო შეხვედრა
2018 წლის 12 მარტს, 14:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.
შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.