საკონსულტაციო შეხვედრა
2017 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეხუთე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.