საკონსულტაციო შეხვედრა
2017 წლის 22 მაისს 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2017 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა მათ შეკითხვებს.