შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 24 მაისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა  ჩატარდება 2018 წლის  12 ივნისს.

კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე