საკონსულტაციო შეხვედრა
2 ივნისს, 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2017 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა.
საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტეს საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხეს მეცნიერთა შეკითხვებს.