შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„Euraxess - საქართველოს“ ფართო შესაძლებლობები - საინფორმაციო შეხვედრა

10 იანვარს,  შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში  „Euraxess - საქართველოს“  პროექტის ფარგლებში,  გაიმართა სამუშაო   შეხვედრა -  რუსთაველის ფონდი  იწყებს ევროკავშირის  კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია   EURAXESS-ის სერვისების განვითარებას, ტრენინგებს  პარტნიორი უნივერსიტეტებისა და  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით.  

რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა  დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ  ისაუბრა  EURAXESS-  საქართველოს  ფართო შესაძლებლობებზე, პროექტის მიმდინარეობაზე,  აღნიშნა, რომ  ვებგვერდი  ქართულ და ინგლისურ  ენებზე იქნება;  ხოლო სახელმძღვანელო ინფორმაცია- აფხაზურ ენაზე,  ტრენერების ტრენინგების ჩატარებაზე, რომლებიც შემდეგ თვითონ ჩაატარებენ ტრენერებს პლატფორმის გამოყენების თაობაზე,   რუსთაველის ფონდის გეგმებზე საერთაშორისო პროექტებში, კონკურსებში  ქართველი მეცნიერების წარმატების ინდექსის ასამაღლებლად.

რუსთაველის ფონდის  გენერალური დირექტორის  მოადგილე ნინო გაჩეჩილაძემ  წარადგინა პრეზენტაცია EURAXESS-  საქართველო, ისაუბრა პროექტის  Eusraxess Georgia Network Startup (EuGeNeS) შესახებ, EURAXESS-  -ის მნიშვნელობასა და  მიზნებზე, პორტალის  EURAXESS-  Georgia-ს შექმნასა და მის  შესაძლებლობებზე, საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, მოსალოდნელ შედეგებზე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  EURAXESS - საქართველოს ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, ამასთანავე EURAXESS-ის პორტალის თემაზე დაგეგმილი ტრენინგების შინააარსი და განრიგი.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მონაწილეობდენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის  წარმომადგენლები ლანა დავითულიანი და სალომე შარაშენიძე.