FORGE-AI - „FOsteRing -innovation culture for a new generation of GEorgian AI research community“ „ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში “
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში “ განხორციელება დაიწყო 2025 წლის 1 ივნისიდან, სადაც ერთ-ერთი ბენეფიციარი გახლავთ რუსთაველის ფონდი. აღნიშნული საგრანტო პროექტის ლიდერული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართება FORGE-AI ორდღიანი ტრენინგი 11 -12 ნოემბერს.
ხელოვნური ინტელექტის დარგში ტრენინგებს ატარებენ გერმანელი და ფრანგი ექსპერტები, რომლის მიზანია მონაწილე პირებმა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაიღრმავონ კვლევისა და ინოვაციის სფეროში ცოდნა და გახდნენ მომავალი ლიდერები.
პროგრამის ფარგლებში რუსთაველის ფონდმა, როგორც ერთ-ერთმა ბენეფიციარმა წარადგინა ორი კანდიდატი, რომლებიც გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს, მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებსა და სესიებში.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება გერმანიის, საფრანგეთისა და სომხეთის წამყვან კვლევით ცენტრებში.
პროგრამის სრული ციკლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ინოვაციის, მეწარმეობის და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღებული უნარების დამადასტურებელი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სერტიფიკატი.