შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“Twinning – ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ რიგით მე - 3 ვირტუალური სამუშაო შეხვედრა - „ საქართველოს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განვითარება“

მიმდინარე წლის 5 მარტს, გაიმართა სამუშაო შეხვედრების მე - 3  სესია. აღნიშნული შეხვედრა დაეთმო წინა სამუშაო შეხვედრების შედეგად შემუშავებული სხვადასხვა საკითხებისა და რეკომენდაციების შეჯამებას. SWOT ანალიზის საფუძველზე მხარეებმა შეიმუშავეს პრიორიტეტები, რომლებიც შესაძლოა გათვალისწინებული იქნეს ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ნაწილში. 
შეხვედრას ესწრებოდენ  Twinning  პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“  მე - 3 კომპონენტის ექსპერტები, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.