შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,Twinning“- ის მმართველი კომიტეტის მე - 3 შეხვედრა

 

28 დეკემბერს გაიმართა პროექტის - “ Twinning  ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის მე - 3 შეხვედრა დისტანციურ ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები და ისაუბრეს განახლებული კომუნიკაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ლიდერი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, ევროკავშირის  წარმომადგენლობა  საქართველოში  და  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტროს  წარმომადგენლები. Twinning პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი წარმოადგენს პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევებში დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებასა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის განვითარებას საქართველოში.