Twinning პროექტის - “ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის მორიგი შეხვედრა
2022 წლის 31 მარტს, გაიმართა პროექტის მმართველი კომიტეტის მე-8 შეხვედრა. პროექტის ჯგუფმა წარადგინა აქამდე მიღებული შედეგები და შემდეგი ნაბიჯები. დისკუსიების დროს შეთანხმდნენ, რომ ყურადღება გამახვილდეს როგორც თემატურ, ასევე ფუნქციონალურ პრიორიტეტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის.
ტვინინგის პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა აცნობა დამსწრეებს მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის დაარსების შესახებ და წარადგინა მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო შენგელია.