შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Twinning პროექტის - “ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა

პროექტის მმართველი კომიტეტის მე-7 შეხვედრა,  გაიმართა 2021 წლის 20 დეკემბერს ონლაინ ფორმატში. საქართველოს მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ლიდერი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ტვინინგის გუნდი და ექსპერტები.

შეხვედრისას მონაწილეებმა პროექტის მიმდინარეობა და შემდგომი ნაბიჯები განიხილეს და  ხაზი გაუსვეს ტვინინგის პროექტის როლს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კუთხით. შეხვედრაზე ასევე, აცნობეს პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ დადებით გადაწყვეტილებაზე.