ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის დაფინანსების 2019 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის დაფინანსების 2019 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 102 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 100 პროექტი.
იხილეთ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის დაფინანსების 2019 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება.