შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების შესახებ კონფერენცია

????შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის კონკურსის – „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ – გამარჯვებულებმა სამეცნიერო კონფერენციაზე საპოსტერო მოხსენებები
წარადგინეს.
????ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და კონფერენციის ფარგლებში მათ წარმატებები უსურვა.
????კონკურსის გამარჯვებულმა, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების წარმომადგენელმა ახალგაზრდა მეცნიერებმა, ღონისძიების მონაწილეებს თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევები გააცნეს და მიღწეულ შედეგებზე დეტალურად ისაუბრეს.
✔️კონფერენციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.
✔️რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები არიან: ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდიატი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით - გიორგი ტეფნაძე, ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდიატი ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებების მიმართულებით - სალომე ონიანი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიატი სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით - მარიამ ჭიღლაძე, დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატი აგრარული მეცნიერებების მიმართულებით - ბესარიონ ლასარეიშვილი, დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიატი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით - ვლადიმერ გამსახურდია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით - თამთა ხალვაში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით - ანა თეთრუაშვილი.
✔️ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.