ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2024 წლის კონკურსის შუალედური შედეგები
ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2024 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 72 საკონკურსო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა განაცხადებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (წარმოდგენილი დოკუმენტაციის კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცედურა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 71 საკონკურსო განაცხადი.
იხილეთ ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2024 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 10 ოქტომბრის N146 ბრძანება.
გისურვებთ წარმატებებს!