შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა

3 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ ფონდის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან, არად ბენკოსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის სამეცნიერო ფონდებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ავსტრიის სამეცნიერო ფონდთან (FWF), რომელიც რამდენიმე კვლევით ინსტიტუტს აერთიანებს და ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას, მემორანდუმის გაფორმებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორცილებას.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ ელჩთან შეხვედრისას ისაუბრა ევროკავშირის პროექტის-„Twinning Fiche“ შესახებ, რომლის ფარგლებში ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ავსტრიულ მხარესთან, კერძოდ, აღნიშნული პროქტის განმახორცილებელია კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში გერმანიასა და ლატვიასთან ერთად შედის ავსტრიული მხარე. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის ამ პროექტის ბენეფიციარია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინტერსექტორალური თანამშრომლობის ხელშეწყობით კვლევებსა და მრეწველობას შორის კავშირის სტიმულირება და მეცნიერების კომერციალიზაცია. ავსტრიის ელჩმა, თავის მხრივ, დიდი ინტერესი გამოხატა ფონდის საქმიანობის, მიმდინარე და სამომავლო საერთაშორისო პროექტების მიმართ და მზაობა გამოხატა საელჩოს მხრიდან სამეცნიერო წრეებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობაში. მან გამოთქვა მოსაზრება განათლებისა და მეცნიერების ავსტრიის საერთაშორისო სააგენტოსა (ÖAD) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს შორის ურთიერთობის დამყარებაზე.