შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ვებინარი „თინეიჯერი-მეცნიერება, გარემოს დაცვა და ზოგადი არჩევანი, როგორც ასეთი“

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, ბიოლოგმა, მეცნიერების, გარემოს დაცვის, განათლების და განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბუთხუზმა რუსთაველის ფონდის გრანტიორებისთვის, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩაატარა ვებინარი „თინეიჯერი-მეცნიერება, გარემოს დაცვა და ზოგადი არჩევანი, როგორც ასეთი“.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ ღონისძიების მონაწილეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა სამომავლოდ. ლევან ბუთხუზმა ისაუბრა მეცნიერების, მისი პოპულარიზაციის, კომუნიკაციის, მეცნიერების და საზოგადოების ურთიერთობის მნიშვნელობაზე, გარემოს დაცვის პრობლემაზე, საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე, განიხილა კარიერის დაგემვის, თავისუფალი არჩევანის საკითხები - რა არის წარმატება, როგორია მისკენ მიმავალი გზა, წარმატების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, სურვილი, ლიტერატურის კითხვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია მეცნიერების როლსა და მნიშვნელოვაზე, პანდემიის პირობებში ღირებულებების გადაფასებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის გრანტიორი, გეოგრაფიის დოქტორი მარიამ ციცაგი და სხვა მონაწილეები.