შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ბერლინის საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი

2019 წლის 9-10 აპრილს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და მოადგილემ ჯაბა სამუშიამ მონაწილეობა მიიღეს ბერლინის საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში - BERLIN ENERGY TRANSITION DIALOGUE.

ფორუმში მონაწილეობდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკის, ენერგეტიკის და საგარეო საქმეთა მინისტრები, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაციების, განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე ევროპული და აზიური კომპანიების ხელმძღვანელები და სამეცნიერო სფეროების წარმომადგენლები.

ფორუმი გახსნეს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ჰეიკო მაასმა და გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურმა მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა.

მოხსენებებით წარსდგნენ კონცერნ სიმენსის (SIEMENS) პრეზიდენტი ჯო კაზერი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი და ელდერსის (ELDERS) თავმჯდომარე მერი რობინსონი, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორი დოქ. ფატიჰ ბიროლი, საერთაშორისო განახლებადი ენერგიების სააგენტოს (IRENA) ახლადარჩეული გენერალური დირექტორი ფრანჩესკო ლა კამერა.

შეხვედრაზე განსაკუთრებულუ ყურადღება დაეთმო მეცნიერების განვითარებისა და გამოყენებითი კვლევების დაფინანსების გაზრდის აუცილებლობას, როგორც მაღალგანვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.

რუსთაველის ფონდის დირექტორმა გამართა შეხვედრები გერმანიის, საფრანგეთის და შვეიცარიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან საქართველოს სამეცნიერო წრეებთან კოლაბორაციის განვითარების საკითხებზე. გერმანიის და შვეიცარიის წარმომადგენლება გამოთქვეს მზადყოფნა განახლებადი ენერგიის და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების თანადაფინანსების გამოყოფაზე.